კლინიკა "იმედიდან" ექიმი, რეანიმატოლოგი, მისი დამხმარე და მედდა გაუშვეს - ადვოკატი
11:34:00     08-07-2021
ახალციხის კლინიკა "იმედიდან", სადაც გარდაცვლილი მედდა - მეგი ბაქრაძე აიცრა - ექიმი, რეანიმატოლოგი, რეანიმატოლოგის დამხმარე, მედდა და ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული ყველა პირი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ავცელებს.
ის კლინიკიდან უარყოფის მიუხედავად დარწმუნებულია, რომ გათავისუფლებების სერია სამედიცინო დაწესებულებაში სწორედ მედდის საქმეს უკავშირდება.
"მეგის იმუნიზაციასთან დაკავშირებული ყველა პირი გათავისუფლდა, გვეუბნებიან, რომ ეს არ არის კავშირში მეგის გარდაცვალებასთან. აქ ძალიან ლოგიკური კითხვა ჩნდება, თუ სამედიცინო პერსონალი არ არის კავშირში,მაშინ საეროდ რა არის. გამოდის, რომ ყველანაირად გამორიცხია ის, რომ ან რაიმე გადაცდომით, ან უზუსტობით ან რაღაცით მივდივართ მეგის გარდაცვალებამდე. ჩვენ ვაყენებთ ამ პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ამასობაში გაათავისუფლეს სამსახურიდან", - თქვა ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა.