ენგურის ხიდი გაიხსნა

  11:43:30     06-07-2021

2021 წლის 5 ივლისიდან ენგურის ე.წ. გადასასვლელი სრულად გაიხსნა - ინფორმაციას "შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის" სამინისტრო ავრცელებს.

"უკვე წელიწადზე მეტია, რაც საოკუპაციო რეჟიმმა, თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონო შეზღუდვები დააწესა, რომელთა ეტაპობრივი მოხსნა 2021 წლის 11 თებერვლიდან მოხერხდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაწეული ძალისხმევის შედეგად.

როგორც ცნობილია, აღნიშნული პირველ ეტაპზე ითვალისწინებდა გადაადგილების უფლებას მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის (ხანდაზმულები, პენსიონერები, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები), დღეს კი თავისუფალი მიმოსვლა სრულად არის აღდგენილი ნებისმიერი პირისთვის",- წერია განცხადებაში