საქართველოში კორონავირუსის 1 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი

  11:42:16     06-07-2021

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 591 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 გარდაიცვალა. რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ მონაცემები დღეს, 6 ივლისს საიტზე პირველად განახლდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 371 293
  • გამოჯანმრთელებულია - 355 718
  • გარდაცვლილია - 5 383
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 25 606, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით -  15 693, PCR ტესტით - 9 913
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5,49%, ბოლო 14 დღის - 3,01%, ბოლო 7 დღის - 3,68%
  • კარანტინის რეჟიმში - 69
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2 961
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 837