მადლობა პოლიციას იმ შრომისთვის, რომელიც ჟურნალისტების დასაცავად გასწიეს - ოხანაშვილი

  11:40:16     06-07-2021

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე სხდომაზე 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და პოლიციას "გაწეული შრომისთვის" მადლობა გადაუხადა.

ოხანაშვილის თქმით, ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას "ადეკვატური და შესაბამისი" რეაგირება მოჰყვება.

"იმ ყველაფერს რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ არაფერი ჰქონდა საერთო, არც ეკლესიასთან, არც ქართულ ტრადიციებთან და საერთოდ არაფერში არ ჯდებოდა და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა პოლიციას იმ შრომისთვის, რომელიც თითოეულ პოლიციელს უწევდა, რომ დაეცვა თითოეული ჟურნალისტი, თუ ჩვენი მოქალაქე. ეს დაუშვებელი მიუღებელია და ამას ექნება ადეკვატური და პროპორციული რეაგირება

ჟურნალისტებს გისურვებთ წარმატებას თქვენს პროფესიულ საქმიანობაში. იცოდეთ, რომ სახელმწიფო ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით და აუცილებლად უზრუნველყოფს, რომ თქვენი საქმიანობა ყოველთვის განახორციელოთ შეფერხების გარეშე და ასეთი რამ აღარ განმეორდეს",- თქვა ოხანაშვილმა.