გიორგი გახარიას 105 213 ლარი შესწირეს

  11:59:15     02-07-2021

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ 8 მაისიდან 25 ივნისის ჩათვლით პერიოდში 105 213 ლარი შესწირეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პარტიის მიმართ ფულადი შემოწირულება 21-მა სუბიექტმა განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ შემომწირველებიდან პარტიას ყველაზე მეტი - 25-25 ათასი ლარი პარტიის წევრებმა, ალექსანდრე მოწერელიამ და გიორგი  ხოჯვანიშვილმა შესწირეს.

შემომწირველებს შორისაა პარტიის წევრი, დეპუტატი ანა ბუჩუკური.