პრაიდის ღონისძიებაზე დაკავებული რადიკალური ჯგუფის 23 წევრიდან 20 გაათავისუფლეს

  11:55:14     02-07-2021

1 ივლისს თბილისი პრაიდის კვირეულის ღონისძიებაზე დაკავებული ძალადობრივი, რადიკალური ჯგუფის 23 წევრიდან 20 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 3 მათგანი იზოლატორშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.

გუშინ პრაიდის ორგანიზებით კინოჩვენება გაიმართა, რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს, ისინი ქვებს და კვერცხებს ისროდნენ.

პრაიდის კვირეულის ღონისძიების მონაწილეები პოლიციამ ადგილიდან მიკროავტობუსებით გაიყვანა