საპატრიარქო „პრაიდზე“ - აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი

  20:46:45     29-06-2021

მივმართავთ ხელისუფლებას, ადეკვატურად შეაფასონ არსებული ვითარება, იმოქმედონ სახელმწიფო სტაბილურობისა და სამოქალაქო მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე და აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც „თბილისი პრაიდს“ უკავშირდება.

განცხადებაში საქართელოს საპატრიარქო ასევე მიმართავს საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს.

როგორც საპატრიარქო განმარტავს, აუცილებელია, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ევროპული დემოკრატია არ არის ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზროვნებისა და ცხოვრების წესის და მათი რელიგიური გრძნობების უარმყოფელი.

"ამ და სხვა გარემოებათა გამო მივმართავთ ევროპარლამენტის ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს და ვთხოვთ, თავი შეიკავონ ,,თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან.

მივმართავთ ჩვენს ხელისუფლებას, ადეკვატურად შეაფასონ არსებული ვითარება, იმოქმედონ სახელმწიფო სტაბილურობისა და სამოქალაქო მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე და აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას, - გარდაუვალი შფოთი”, -აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.