„რას სთავაზობენ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, დევნილებს, ვეტერანებს, კორუფციის გამო გაღარიბებულებს? თითქმის არაფერს. ეს არის უნიჭო სარეკლამო კამპანია იმის შესახებ რომ თითქოს ხელისუფლება მუშაობს“ - გიორგი კაპანაძე პრემიერის ანგარიშზე „რას სთავაზობენ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, დევნილებს, ვეტერანებს, კორუფციის გამო გაღარიბებულებს? თითქმის არაფერს. ეს არის უნიჭო სარეკლამო კამპანია იმის შესახებ რომ თითქოს ხელისუფლება მუშაობს“ - გიორგი კაპანაძე პრემიერის ანგარიშზე />


  14:36:48     25-06-2021

„რას სთავაზობენ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, დევნილებს, ვეტერანებს, კორუფციის გამო გაღარიბებულებს? თითქმის არაფერს. ეს არის უნიჭო სარეკლამო კამპანია იმის შესახებ რომ თითქოს ხელისუფლება მუშაობს“ - გიორგი კაპანაძე პრემიერის ანგარიშზე

1624619323205646728_5671078552933683_4569965545325421866_n.jpg

„მსოფლიო და რეგიონულ დონეზე საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარების კუთხით“ - ეს არის ყველაზე ცინიკური ფრაზა პრემიერის 151 გვერდიანი ანგარიშიდან. ნაცარსაც აღარ, უკვე პირდაპირ შეშას აყრიან ამ გაღარიბებულ ხალხს თვალებში, ეს კორუმპირებული ცინიკოსები“ - ამბობს მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრი და მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი, გიორგი კაპანაძე, ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში წარდგენილი ანგარიშის შეფასებისას, რომელიც სამ კვირაზეა მეტია პარლამენტში დევს და მისი შინაარსი ოპოზიციისთვის ცნობილია.

- გიორგი, როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტურია პრემიერის ანგარიში, რომელიც პარლამენტს პირველ ივნისს წარედგინა და ოპოზიციისთვის მისი შინაარსი საკმაოდ ადრე გახდა ცნობილი?

გიორგი კაპანაძე: ეს ანგარიში, ისევე როგორც მთელი ხელისუფლება, აცდენილია რეალობას და ვერ პასუხობს საზოგადოების, ხალხის მოთხოვნებს. ეს არის პრემიერის მორიგი უნიჭო სარეკლამო კამპანია იმის შესახებ რომ თითქოს ხელისუფლება მუშაობს. ისევ ცრუ დაპირებები და ცარიელი სიტყვები... არაფერი ან თითქმის არაფერი.

მოდით ვისაუბროთ ფაქტებით: ანგარიშში ვერაფერი ვნახეთ იმის თაობაზე თუ როდის და როგორ აპირებს ხელისუფლება სწრაფად და ეფექტურად გადაჭრას 60 ათასზე მეტი სტატუსშეჩერებული სტუდენტის პრობლემა. 

როგორ უნდა მოაგვაროს პრემიერმა იმ 9200 ბავშვის საკითხი, რომელიც განათლების სმაინისტროს ინფორმაციით, სკოლის მიღმაა დარჩენილი და ამის მიზეზი, პირველ რიგში, სიდუხჭირეა.

რას ეუბნება პრემიერი პენსიონერებს, რომლებსაც ცალკე ხელისუფლება ძარცვავს, ცალკე ბანკები ძარცვავენ, როდის უნდა მოუმატონ მათ პენსია და გაუზარდონ 400 ლარამდე? 

რა შესთავაზა პრემიერმა პედაგოგებს, დევნილებს, მარჩენალდაკარგულებს, ვეტერანებს, პანდემიისგან დაზარალებულებს? 

არაფერს გვეუბნება პრემიერი გაზრდილ სიღარიბეზე, უმუშევრობაზე, 500 ათას სოციალურად დაუცველზე.

სამაგიეროდ, სრულიად ცინიკურად აცხადებს რომ თურმე საქართველო კვლავ მოწინავე ადგილს ინარჩუნებს ანტიკორუფციული მიმართულებით.

არადა, სწორედ სისტემური კორუფციაა ის მთავარი პრობლემა, რომელიც პირდაპირ კავშირშია სიღარიბის, უმუშევრობის ზრდასთან.

- რას გულისხმობთ?

  • იმას რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ხალხი პირველ რიგში სწორედ სისტემური კორუფციის, ბიუჯეტის ფლანგვის, მისი არასწორი გამოყენების, სახელმწიფო ქონების განიავების გამო გაღარიბდა, რასაც შედეგად მოჰყვა ერთი მხრივ, ფასების ზრდა, მათ შორის პირველადი მოხმარების პროდუქტებზე და მეორე მხრივ, ლარის ინფლაცია.

სისტემური კორუფცია - ესაა ქართული ოცნების სავიზიტო ბარათი და ხალხის გამღარიბებელი მთავარი მექანიზმი.

მხოლოდ ერთი ფაქტიც კი საკმარისია იმის საილუსტრაციოდ თუ როგორ „ებრძვის“ სინამდვილეში ღარიბაშვილი კორუფციას, ნეპოტიზმს, კლანურობას...

მაგალითად: ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ღარიბაშვილის მეგობრისა და ქართული ოცნების ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიამ, 44 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, სულაც არ არის დამთხვევა და პირდაპირ კავშირშია იმასთან რომ ღარიბაშვილი და ხეჩიკაშვილი „ერთ ნავში სხედან“.

- წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. თქვენი აზრით, მოახერხებს ოპოზიცია გამარჯვებას?

  • მიუხედავად იმისა რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საკმაოდ სპეციფიურია და გარკვეულწილად ხელისუფლებას ყოველთვის აქვს უპირატესობა, მჯერა რომ ჩვენ შეგვიძლია წარმატების მიღწევა შემოდგომაზე, ისევე როგორც საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება.

როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებას? სწორი წინასაარჩევნო კამპანიით, ოპოზიციური პარტიების საერთო კოორდინაციით, მებრძოლი კანდიდატების დაყენებით, ჭკვიანურად გადანაწილებული პარტიული სიით, რეალური პრობლემების წინ წამოწევით, ამომრჩეველთან უშუალო და პირდაპირი კომუნიკაციით, დაუზარლობით, სოფლების, დაბების, ქუჩების, ქალაქების შემოვლით, საარჩევნო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებით...

ჩემი აზრით, გვაქვს წარმატების რესურსი, რასაც ბოლო კვლევებიც ადასტურებს. მთავარია რომ ეს რესურსი მაქსიმალურად სწორად გადავანაწილოთ. ვფიქრობ რომ მოვახერხებთ.


ავტორი: პრესა.ჯი