საქართველოში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი
10:54:21     24-06-2021
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 861 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 361 484
- გამოჯანმრთელებულია - 347 653
- გარდაცვლილია - 5 228
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 30 469, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 15 944, PCR ტესტით - 14 525
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,15%, ბოლო 14 დღის - 2,43%, ბოლო 7 დღის - 2,45%
- კარანტინის რეჟიმში - 33
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2 612
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 579
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 656 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 368 შემთხვევა, აჭარა - 48, იმერეთი - 55, ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 22, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 37, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.