"სტინგერი" - ყველაზე ეფექტური საშუალება მოწინააღმდეგის ჩამოსაგდებად

  21:11:19     18-08-2011

გადასატანმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა, ეფექტურობის წყალობით, პოპულარობა მალევე მოიპოვეს. მათი პირველი გამოყენება, 1969 წელს, არაბეთ-ისრაელის ომისას მოხდა. საბჭოური წარმოების Стрела-2-ის ტიპის გადასატანი-სარაკეტო კომპლექსების გამოყენების მხოლოდ პირველი დღის განმავლობაში, ათი გასროლით ექვსი ებრაული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. იმ პერიოდისთვის, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები ახალი ხილი იყო და ამიტომაც მათთან ბრძოლის საშუალება იმ მომენტისთვის არ არსებობდა.

გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის "რენესანსის" პერიოდს ავღანეთი წარმოადგენდა, სადაც კონფლიქტის საწყის ეტაპზე საბჭოთა თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების წინააღმდეგ თალიბები ამერიკული Redeye-ს ტიპის გადასატან კომპლექსებს იყენებდნენ. მართალია საფრენი პარატების წინააღმდეგ ის საკმაოდ ეფექტური საშუალება იყო, მაგრამ გამოცდილ მფრინავს მისი აცილება მაინც შეეძლო.

ვითარება მკვეთრად 1986 წლის ბოლოს შეიცვალა, როდესაც ავღანეთში Stinger-ის ტიპის ამერიკული წარმოების გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები გამოჩნდა. მასზე მუშაობა ფირმა General Dynamics-მა 1960-იანი წლებში დაიწყო. ჩანაფიქრის თანახმად, მას Red Eye-თან შედარებით უკეთესი მახასიათებლები უნდა ჰქონოდა. 1972 წლის პროგრამით, აშშ-ს მთავრობა დაინტერესდა და მისი ფინანსირება დაიწყო. მალევე პერსპექტიულმა საზენიტო კომპლექსმა მიიღო სახელწოდება Stinger - მწერის ნაკბენი. 1981 წელს, აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ ის შეიარაღებაში მიიღო.

"სტინგერის" რაკეტის სიგრძე 1.52მ-ია და დიამეტრიც კი 70 მმ. ძლიერი ძრავას წყალობით, მას М=2.2-ის (725 მ/წმ) ტოლის სიჩქარის განვითარება შეუძლია. რაკეტის გაშვებისას, ოპერატორი რომ არ დაზიანდეს, სამარშო ძრავა რაკეტის კონტეინერიდან გამოსვლის შემდეგ, 7-8 მ-ის დისტანციაზე ხდება.

რაკეტის 10,1 კგ–ს იწონის, საიდანაც 3 კგ მსხვრევად-ფუგასური ტიპის საბრძოლო ქობინზე მოდის. ის ისეა მოწყობილი, რომ სამიზნიდან უშუალო შეხებისას ფეთქდება. აცილების შემთხვევაში კი, რეკეტა თვითლიკვიდაციის რეჟიმში გადადის.

Stinger-ის ეფექტური გამოყენების დისტანცია 200-4500მ-ს შეადგენს, სიმაღლის მიხედვით კი - 3800-4000მ-ს, რაკეტა FIM-92A-ის შემთხვევაში. ხოლო რაკეტები FIM-92B/C-ს გამოყენებისას, ეს მანძილი 4800 მ-მდე იზრდება. ამ დისტანციებზე, მაღალი სიჩქარის წყალობით, მას ზებგერითი სიჩქარით მფრენი სამიზნეების განადგურებაც შეუძლია.

ექსპლუატაციისას, რაკეტა მინაპლასტიკის ცილინდრული ფორმის ჰერმეტიულ გამშვებ კონტეინერში ინახება, რომელიც ინერტული აირითაა სავსე. ჰერმეტულობის წყალობით, მისი შენახვა, ტექნიკური მომსახურების გარეშე, 10 წლის განმავლობაში შეიძლება

Stinger საკმაოდ ფართოდ გამოიყენებოდა უკანასკნელი ათწლეულების თითქმის ყველა კონფლიქტში. საკმაოდ ინტენსიურად მას ავღანეთში მიმდინარე ომის დროს მოჯაჰედები იყენებდნენ, რომელსაც ამ კომპლექსებს ცენტრალური საბაზვერო ბიურო აწვდიდა. მხოლოდ მათი გამოყენების მხოლოდ პირველი ორი კვირის განმავლობაში ჩამოგდებული იყო სამი Cy-25, 1987 წლის ბოლოსთვის კი - 8. ხშირად საქმეს ვერც სითბური ხაფანგები შველოდა.

დღეისთვის, დაახლოებით 13400 Stinger-ია გამოშვებული. ის საკმაოდ ეფექტურია. ამის სასარგებლოდ ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ის მსოფლიოს 29 ქვეყნის შეიარაღებაშია. სხვათა შორის, "სტინგერი" მხოლოდ 38000 დოლარი ღირს, საფრენი აპარატების ფასი კი, რომელთა ჩამოგდებაც მის საშუალებით შეიძლება, როგორც წესი, მილიონს მაინც აღემატება.

საბრძოლო პირობებში, "სტინგერმა" თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. მაგრამ ზოგჯერ თვითმფრინავის ან შვეულმფრენის ჩამოსაგდებად ერთი რაკეტა არასაკმარისი იყო. ამიტომაც 1980 წელს, Boeing Aerospace Company-ს "სტინგერის" მობილური ვარიანტის შექმნა დაიწყო. მოგვიანებით, ამ სისტემას Avenger ეწოდა. მის ძირითად კომპონენტს PMS-ის ტიპის პლატფორმა წარმოადგენს, რომელზეც საზენიტო ორი გამშვები პაკეტი მონტაჟდება. თითოში "სტინგერის" ოთხ-ოთხი რაკეტაა განთავსებული. ამავე პლატფორმაზეა დაყენებული სამიზნის ომპიკური და სითბოვიზური აღმოჩენისა და გაცილების საშუალებები, ლაზერული მანძილმზომი და რადიოსადგური.

Stinger-ის გადასატანი ვარიანტისგან განსხვავებით, სადაც საბოლოო შედეგზე შესაძლოა ადამიანურმა ფაქტორმა იმოქმედოს, "ევენჯერის" შემთხვევაში, სამიზნის აღმოჩენა, დაფიქსირება და გაცილება ავტომატურად ხდება. ოპერატორს კი, რომლის კაბინაც პლატფორმის ცენტრში მდებარეობს, რაკეტის გაშვების ღილაკის დაჭერა და მომდევნო რაკეტის მომზადება ევალება. პლატფორმა PMS მაღალი გამავლობის მანქანა М988  Hammer-ზე მონტაჟდება. თუმცა, ზოგჯერ მისი ნახვა Bv206,  M548 და  M113AЗ-ის ტიპის შასიზეა შესაძლებელი.

კომპლექსის გამოყენება სტაციონარულ ვარიანტში ავტონომიური საცეცხლე ერთეულის სახითაცაა შესაძლებელი. კონტეინერებში არსებულ რვა რაკეტასთან ერთად, მანქანაში ამდენივე სათადარიგო რაკეტა ინახება. კომპლექსის სრულ დატენვას 4 წუთზე ნაკლები სჭირდება.

1984 წლის მაისში, სხვადასხვა პირობებში, სამი საცდელი გაშვება ჩატარდა, რომელთაგანაც ყველა მიზანს მოხვდა. 1987-ში ხელმოწერილი იყო კონტრაქტი აშშ-ს არმიისთვის პირველი 325 კომპლექსის მიწოდებაზე, ერთი წლის შემდეგ კი, კომპლექსი საბრძოლო მორიგეობაზე დადგა. საბრძოლო ნათლობა მან ოპერაცია "უდაბნოს ქარიშხლისას" მიიღო.

პატარა მასის წყალობით, Avenger-ის გადატანა სატრანსპორტო С-130-ით, ან CH-47,  CH-46 და CH-53 ტიპის შვეულმფრენების გარე საკიდარზეა შესაძლებელი.