ომბუდსმენისა და მეუფე იაკობის შეხვედრა - საპატრიარქოს განცხადება

  23:25:10     17-06-2021

ომბუდსმენისა და მეუფე იაკობის შეხვედრასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას და შესაბამის ფოტომასალას ავრცელებს.

"შეხვედრა კონსტრუქციულად წარიმართა. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საუბარი გულღია და გულითადი იყო. რაც შეეხება სახალხო დამცველთან შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებას, როგორც მეუფემ ბრძანა, ის ომბუდსმენთან ერთად დაწესებულებაში მომდევნო კვირის ბოლოს შევა "- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.