ესტონეთი საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო 100 000 დოზა ვაქცინას გადასცემს

  23:11:32     17-06-2021

 ესტონეთი საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 000 დოზას გადასცემს. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ტვიტერზე" ავრცელებს.

 „ესტონეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს დაეხმარება. მოლდოვას გადაეცემა ვაქცინის 100 000 დოზა და ასევე, 100 000 დოზა გადაეცემა ჩვენს პარტნიორ საქართველოს“, – წერია ესტონეთის საგარეო უწყების მიერ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.