"რაც ახლა ხდება უკრაინაში არის იმის გაგრძელება, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო" - გენერალი ბენ ჰოჯესი
20:48:34     17-06-2021
ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი ბაიდენი-პუტინის შეხვედრისა და შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებს "ტვიტერით" ეხმაურება და წერს:
„რუსეთი მხოლოდ მაშინ შეჩერდება, როცა შეაჩერებენ. რაც ახლა ხდება უკრაინაში არის იმის გაგრძელება, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ 3-6 თვეში გამოჩნდება, როგორი სახის დიალოგი ექნება პრეზიდენტ პუტინთან. წამზომი ჩართულია“- წერს გენერალი.
Russia stops only when they are stopped. What's happening in Ukraine now is a continuation of what started in Georgia in 2008. President Biden said he'd know in 3-6 months what sort of dialog he'd have with President Putin. He's on the clock... https://t.co/Aaxx2DMO50