ისრაელმა ღაზას სექტორზე სარაკეტო იერიში მიიტანა

  12:57:14     16-06-2021

ისრაელის ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, დღეს 16 ივნისს ისრაელმა ღაზას სექტორში ჰამასის დაჯგუფების მიმართულებით, სარაკეტო იერიში მიიტანა

მანამდე კი გუშინ, 15 ივნისს ღაზას სექტორიდან, ისრაელის ჩრდილოეთის მიმართულებით ხანძრის გამჩენი ბუშტები გაუშვეს, რომლის შედეგადაც ისრაელში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა.

21 მაისს მხარეებს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, გუშინდელი თავდასხმა პირველი იყო.

ახლო აღმოსავლეთში  პროცესების ესკალაცია 10 მაისს მას შემდეგ დაიწყო, რაც ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში "ჰამასის" ობიექტებზე იერიში მიიტანა. 11-დღიანი შეიარაღებული თავდასხმების შემდეგ მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.