კრწანისის ქუჩაზე ავარიის დროს დაშავებული კიდევ 1 პირი გარდაიცვალა

  11:07:26     14-06-2021

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული კიდევ 1 პირი დაიღუპა. ინფორმაციას კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი სრულწლოვანი კაცია.

პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო.

ავტოსაგზაო შემთხვევა ორთაჭალაში შაბათს, 12 ივნისს მოხდა, არსებული ინფორმაციით, სატვირთო ამობრუნდა და მსუბუქი მანქანები მოიყოლა. ავარიის დროს სატვირთოს მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ ერთი პირი კი კლინიკაში. დაშავდა 8 ადამიანი.