გაზის აფეთქებას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

  23:49:52     13-06-2021

ჩინეთის ცენტრალურ რეგიონში გაზის აფეთქებას სულ მცირე, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აფეთქება ადგილობრივი დროით  6:30 საათზე ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ შიანში მოხდა.

 შემთხვევის ადგილიდან 138 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 37-ს მძიმე დაზიანებები აქვს. 

აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.