მაღაზია"ფარფურის" დაწვის გამო არასრულწლოვანი დააკავეს

  11:00:15     11-06-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში მაღაზია "ფარგურის" დაწვის მცდელობის გამო არასრულწლოვანი - 2005 წელს დაბადებული შ.ა. დააკავეს. მას გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას ედავება.

 "გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ა.-მ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თანმხლებ პირებთან ერთად, ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მარკეტი „ფარფურის“ მინის კარი დააზიანა და იქ არსებულ ნივთებს ცეცხლი წაუკიდა. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები", - წერია უწყების განცხადებაში.