საქართველოში კორონავირუსის 695 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 ადამიანი
10:57:47     11-06-2021
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 695 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 797 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 352 649
- გამოჯანმრთელებულია - 337 820
- გარდაცვლილია - 5 012
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 37 842 , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 23 931, PCR ტესტით - 13 911
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,84%, ბოლო 14 დღის - 2,67%, ბოლო 7 დღის - 2,44%
- კარანტინის რეჟიმში - 38
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 175
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 595
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 175 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 159 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,7 მილიონზე მეტი.