"მე აქ ვხედავ დანგრეულ ცხოვრებას" - ლიეტუვის პრეზიდენტი
23:38:16     10-06-2021
ლიეტუვას პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა ოკუპაციის სიმძიმე, მავთულხლართებით ორად გაყოფილი ქვეყანა, ხურვალეთში ადგილობრივებსაც შეხვდა და უშუალოდ მათგან მოისმინა ის პრობლემები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აწუხებთ.
"უპირველესად მინდა, ვთქვა, რომ აქ მოვედი, რათა გითხრათ, რომ ლიეტუვა არ აპირებს აღიაროს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიები. მე აქ მოვედი, რათა მენახა როგორ ცხოვრობენ ადამიანები აქ და როგორი საყოფაცხოვრებო პირობები აქვთ მათ. სამწუხაროდ, მე აქ ვხედავ დანგრეულ ცხოვრებას. დანგრეულ ცხოვრებას პოლიტიკოსების გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო, რომელთა მიერაც ოკუპირებულია ეს ტერიტორიები. მე აქ ვნახე, რომ ადამიანები ბევრ შესაძლებლობას არიან მოკლებული, ზოგიერთ მათგანს არ აქვს სკოლაში წასვლის შესაძლებლობა, არ აქვთ წყალი და პენსია. ჩემი კითხვა აქ მცხოვრებთან იყო ის, თუ რაზე ოცნებობენ ისინი და იცით რა იყო პასუხი? ისინი ოცნებობენ სახლებში დაბრუნებაზე. ისინი ოცნებობენ საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე. ეს არის მიზეზი, რატომაც უნდა იბრძოლოთ, რათა ამ ადამიანებს დაუბრუნოთ შესაძლებლობა, რომ ასრულდეს მათი ოცნება და დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. მე ვფიქრობ ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამისთვის, საერთაშორისო კონფერენციებზე და ღონისძიებებზე უნდა გავააქტიუროთ საკითხი, რომ ყურადღება მიაქციონ, რომ საკითხი, არ არის გადაწყვეტილი, რომ ეს ტერიტორიები ჯერ კიდევ ოკუპირებულია და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რომ შეცვალოთ ეს მდგომარეობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვისაც, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა ამ პრინციპებს და ღირებულებებს - თქვა ნაუსედამ ჟურნალისტებთან გაკეთებული განცხადების დროს.