" მასწავლებლებს ეუბნებოდნენო, რომ რუსეთზე ცუდი არაფერი უნდა ეთქვათო" - ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონის ბავშვებზე
10:43:48     09-06-2021
"ჩემთვის სიახლე იყო ის, რომ მუდმივად ეუბნებოდნენ, როგორი კარგია რუსეთი" - ყვება სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონიდან გამოყვანილ ბავშვებთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, ბავშვები ამბობდნენ, რომ მასწავლებლებს ეუბნებოდნენ, რომ რუსეთზე ცუდი არაფერი ეთქვათ.
"ჩემთვის სიახლე იყო ის, რომ მუდმივად ეუბნებოდნენ, როგორი კარგია რუსეთი. ძალიან მძიმე მოსასმენი იყო და პირდაპირ ამბობდნენ, რომ ჩვენს მასწავლებლებს ეუბნებოდნენო, რომ რუსეთზე ცუდი არაფერი უნდა ეთქვათო. ჩვენ გვინდოდა, რომ თავისუფლად გვესაუბრა და კარგი მასწავლებლებიც გვყავდა, მაგრამ მაინც შეზღუდულები იყვნენ გარკვეულ თემებზე სასაუბროდო.
თუმცა, ეს ბავშვები არიან ძალიან გონებაგახსნილი, განათლებული და ძალიან სწორად და ჯანსაღად აზროვნებენ. რა თქმა უნდა, მათ აქვთ თავიანთი ტრავმები, რაც მათ მსოფლმხედველობასა თუ ქცევაზე ახდენს გავლენას, მაგრამ საერთო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან და ჯანსაღად და კრიტიკულად აზროვნება შეუძლიათ", - ამბობს ნინო ლომჯარია.