მამამ შვილის მოკვლა სცადა და დანით 9 ჭრილობა მიაყენა

  10:44:16     03-06-2021

პროკურატურის ინფორმაციით,  გენდერის ნიშნით შვილის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მამას - გ.ს 14  წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. უწყების ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული შვილს ეუბნებოდა, რომ როგორც კაცს უფლება ჰქონდა გადაეწყვიტა ვისთან იმეგობრებდა და როგორ იცხოვრებდა ის.

შემთხვევა თბილისში 2020 წლის 15 სექტემბერს მოხდა, მამამ შვილს მოკვლის მიზნით დანით ჭრილობა მიაყენა.

"მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს, თბილისში,  ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.ს-მ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ურთიერთშელაპარაკების დროს,  იმ მიზეზით, რომ  როგორც მამას და მამაკაცს, ქალზე უპირატესი უფლება ჰქონდა გადაეწყვიტა ვისთან იმეგობრებდა და როგორ იცხოვრებდა მისი შვილი ნ.ს., მოკვლის განზრახვით, მას დანით ცხრა ჭრილობა მიაყენა.

 გ.ს.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგან დაზარალებული წინააღმდეგობას უწევდა და გაქცევას ცდილობდა. ასევე მას დახმარება გაუწია იქვე მყოფმა პირმა და განარიდა იგი", - წერია უწყების განცხადებაში.