ამერიკელი სენატორები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

  10:12:23     03-06-2021

შეერთებული შტატების სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ნიქოზში ჩავიდნენ. სენატორები ადგილზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას ეცნობიან, სადაც ყურადღებას გაამახვილეს ე.წ. ბორდერიზაციაზე, სადამკვირვებლო პუნქტებსა და სათვალთვალო მოწყობილობებზე.

სენატორებს მეგზურობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები უწევენ, ისინი საოკუფაციო ხაზთან სხვა ადგილებსაც ნახავენ.