"ველი დედა-ეკლესიისგან დაუყოვნებლივ და არა ორაზროვან რეაგირებას" - მიხეილ სააკაშვილი მეუფე იაკობის განცხადებაზე

  23:42:21     01-06-2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეუფე იაკობის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც,  "დღევანდელ სიტუაციაში, ქართველი კაცი მაინც ხომ გინდ არ მოწონდეს მმართველი პარტია, ნაციონალების დაბრუნებას, მით უმეტეს მიშას დაბრუნებას არ დაუშვებს რა, მისი განწყობა... იარაღსაც აიღებენ ხელში, ის რომ დაიწყონ იქიდან მობრუნება კანონით". 

მიხეილ სააკაშვილის Facebook-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ემანდ ფრთხილად ეგ იარაღი რომლის აღებისკენ მოუწოდებ მთლად იქ არ აღმოგაჩნდეს სადაც მოგეწონებოდა "მეუფე". იმედია ყველა პატრიოტი სასულიერო პირი გაემიჯნება ამ უპრეცედენტოდ სამარცხვინო განცხადებას!მე როგორც საქართველოს ეკლესიის რიგითი შვილი შეურაცხყოფილი ვარ ყველა სხვა მორწმუნე ნაციონალთან და ზოგადად ყველა ნორმალურ ადამიანთან ერთად და ველი დედა-ეკლესიისგან დაუყოვნებლივ და არა ორაზროვან რეაგირებას, - წერს მიხეილ სააკაშვილი.