თამარ გაბუნია - სრულად ვაქცინირებულ პირებში დაავადების განვითარება ვაქცინის ეფექტურობას არ ეწინააღმდეგება
23:33:38     01-06-2021
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სრულად ვაქცინირებულ პირებში კორონავირუსით ინფიცირება არ ეწინააღმდგეება ვაქცინის ეფექტურობას.
როგორც გაბუნია აღნიშნავს, ვაქცინა პაციენტს 100%-ით იცავს ლეტალური შემთხვევებისგან და დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისგან.
"ვაქცინების ეფექტურობა ინფიცირების კუთხით, ვიცით, რომ არ არის 100%-იანი, 90%-ს აღემატება "ფაიზერის" შემთხვევაში, 90%-ს უახლოვდება "ასტრაზენეკა", 80%-ის ფარგლებშია "სინოფარმი".
ვაქცინა 100%-ით იცავს ლეტალური შემთხვევებისგან და დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისგან. სრულად ვაქცინირებულ პირებში დაავადების განვითარება არ ეწინააღმდეგება ვაქცინის ეფექტურობას",-აღნიშნავს გაბუნია