" რატომ ითხოვდა მელიას არ დაკავებას?! ამ კითხვას ხომ უნდა გაეცეს პასუხი, მას ამ კითხვაზე პასუხი ვერ ექნება" - კობახიძე "/>


  12:24:56     31-05-2021

" რატომ ითხოვდა მელიას არ დაკავებას?! ამ კითხვას ხომ უნდა გაეცეს პასუხი, მას ამ კითხვაზე პასუხი ვერ ექნება" - კობახიძე

16224496441613125416_60265745a87aa.jpg

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყოფილ პრემიერზე, გიორგი გახარიაზე.

"მან უნდა გასცეს მათ შორის რატომ არწმუნებდა საპარლამენტო უმრავლესობას ყველაზე აქტიურად სხვათა შორის, ჩვენზე აქტიურად, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოხსნილი იმუნიტეტი, ყველას არწმუნებდა და იმ 6-მა დეპუტატმა, რომელიც დღეს საუბრობს სხვა რაღაცეებს ხმა მისცა და მხარი დაუჭირა იმუნიტეტის მოხსნას.

რატომ იყო ის აქტიური იმუნიტეტის მოხსნის ნაწილში და შემდეგ რატომ ითხოვდა მელიას არ დაკავებას?! ამ კითხვას ხომ უნდა გაეცეს პასუხი, მას ამ კითხვაზე პასუხი ვერ ექნება, იმიტომ, რომ არის პირდაპირი ლოგიკური წინააღმდეგობა მის ქმედებებს შორის. [...] ჩვენ გვაქვს ჩვენი ეჭვები, მაგრამ მნიშვნელოვანია მისგან მოვისმინოთ პასუხი ამ ძალიან მნიშვნელოვან შეკითხვაზე".


ავტორი: პრესა.ჯი