გელათში მონასტერში შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები ჩავიდნენ

  17:35:14     20-05-2021

კულტურის მინისტრის ბრიფინგის დასრულებიდან დაახლოებით ერთ საათში გელათის მონასტერში შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები გამოჩნდნენ. ისინი სასულიერო პირებს შეხვდნენ, თუმცა ტერიოტირა კომენტარის გარეშე დატოვეს.

"ეს ბალკონი არის მოყანყალებული, საშიშროებაა, ბავშვები რომ ავიდნენ და გადმოვარდნენ ვერაფერი ვეღარ უშველის, დაგვიფარონ ღმერთმა, უნდა გაასწორონ, გაამაგრონ და მერე შეიძლება დაუშვან", - ამბობს ერთ-ერთი რესპოდენტი