საგამოძიებო სამსახურმა სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა
10:52:57     20-05-2021
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა.
უწყების ინფორმაციით, დანაშაულში მხილებულ, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელს, თბილისში, სარდაფის ტიპის ნაგებობაში კუსტარული საამქრო ჰქონდა მოწყობილი, რომელშიც სხვადსხვა ტევადობის ჭურჭელში ფალსიფიცირებული სადეზინფექციო საშუალებების დამზადებას, დაფასოებასა და რეალიზაციას ახდენდა.
საგამოძეიბო სამსახურის განცხადებით, პროდუქცია არ შეიცავდა ეტიკეტზე მითითებულ შესაბამის ნივთიერებებს. დიდი ოდენობით დაფასოებული სადეზინფექციო საშუალებები საკონტროლო შესყიდვებისა და ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.