დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 302

  11:15:14     19-05-2021

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  1 302 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო  20 გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა -  333 601
  • გამოჯანმრთელებულია - 313 651
  • გარდაცვლილია - 4 519 
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 29 209, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 10 186, PCR ტესტით -  18 023
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,11%, ბოლო 14 დღის - 4,58%, ბოლო 7 დღის - 3,81%
  • კარანტინის რეჟიმში - 72
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  4 243
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 669

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. 

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 164 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 143 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,4 მილიონზე მეტი.