ავანგარდული სახლი პრაღაში
10:58:19     18-08-2011
არქიტექტურული ხელოვნების ნიმუში „მოცეკვავე სახლი“, საოფისე შენობის მეტსახელია პრაღის ცენტრში, ჩეხეთის რესპუბლიკაში. აიგო ვაკანტურ, მდინარისპირა ნაკვეთზე, ჩეხი სცენარისტისა და ყოფილი პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის სახლის გვერდით, 1997 წელს, ხორვატიაში დაბადებული ჩეხი არქიტექტორი ვლადო მილუნიჩის მიერ, ამერიკელ არქიტექტორ ფრენკ გერისთან თანამშრომლობით.ვაცლავ ჰაველის ავანგარდული არქიტექტურის ძლიერმა მხარდაჭერამ განაპირობა ამ კონტროვერსიული დიზაინის შენობის პროექტის დამტკიცება და აგება. მეტსახელი “ფრედი და ჯინჯერი’“ მომდინარეობს ფრედ ასტერისა და ჯინჯერ როჯერსისგან, ვინაიდან, შენობა მოცეკვავე წყვილს ჰგავს და საკმაოდ გამოირჩევა გვერდით მდგომი ნეო-ბაროკოს, ნეო-გოთიკისა და არტ-ნუვოს სტილის შენობებისგან, რომლითაც პრაღა განთქმულია, თუმცა, ეს შენობა მათთან წინააღმდეგობაში არ მოდის. შენობის სახურავზე განთქმული ფრანგული რესტორანია.