პატიმრების ვაქცინაცია დაიწყო
23:52:41     18-05-2021
პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების ვაქცინაცია დაიწყო. ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვაქცინაციის პროცესი პირველ ეტაპზე სამ პენიტენციურ დაწესებულებაში N14 (გეგუთი) N8 (გლდანი) და N5 (ქალთა) დაიწყება და ეტაპობრივად საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მოიცავს.
ცნობილია, რომ მსჯავრდებულების ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მას სამედიცინო პერსონალი არსებული პროტოკოლის დაცვით უზრუნველყოფს.