სასტუმრო "რუმსთან", სადაც LGBT თემის აქტივისტების და პოლიტიკოსების შეხვედრა მიმდინარეობს  გურამ ფალავანდიშვილი აქციას მართავს "/>


  17:27:46     17-05-2021

სასტუმრო "რუმსთან", სადაც LGBT თემის აქტივისტების და პოლიტიკოსების შეხვედრა მიმდინარეობს გურამ ფალავანდიშვილი აქციას მართავს

1621258219photo_2021-05-17_15-28-15.jpg

სასტუმრო "რუმსთან", სადაც LGBT თემის აქტივისტები და პოლიტიკოსები ხელომწერილ პოლიტიკურ შეთანხმებაზე მსჯელობენ, ჰომოფობიური, ძალადობრივი ჯგუფის ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი თანამოაზრეებთან ერთად მივიდა და აქციას მართავს. როგორც ფალავანდიშვილმა განაცხადა, კონფერენციის შესახებ არ იცოდნენ, თორემ უფრო ადრე მოვიდოდნენ და მის ჩაშლას შეეცდებოდნენ.

ცნობისთვის, გუშინ, Tbilisi Pride-მა და 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმების მისაღწევად თანამშრომლობა დაიწყეს და შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. სწორედ, ამ შეთანხმებაზე მსჯელობით გადაწყვიტეს 17 მაისის, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა LGBT თემის წარმომადგენლებმა. 


ავტორი: პრესა.ჯი