"ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ის, რაც მოხდა, არასწორი იყო და გაუგებრობა" - სოზარ სუბარი "/>


  17:16:52     17-05-2021

"ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ის, რაც მოხდა, არასწორი იყო და გაუგებრობა" - სოზარ სუბარი

1621257604sozar-subari.jpg

დაპირისპირების შემდეგ ჩასულმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა გააკეთა განცხადება, რომელასც  წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა დმანისის პოლიციის შენობაში, რომელსაც ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი, მხარის გუბერნატორი, სამხარეო პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელი და სხვა პირები. სოზარ სუბარის თქმით, დეპუტატები შეხვედრის შემდეგ მოსახლეობაში გავლენ და მათთან შეხვედრებს გამართავენ და "საღამოს ყველაფერი იქნება დალაგებული".

"ყველამ ძალიან კარგად იცის, რაც მოხდა, იყოს არასწორი, მოჰყვა წუთიერ გაუგებრობას და დაწყნარდება ყველაფერი", - ამბობს სოზარ სუბარი.

დღეს დილიდან დაძაბულობა და სამართალდამცველების მობილიზებაა დმანისში, საიდანაც გუშინ მედიაში გავრცელდა კადრები, როგორ უსწორდებიან ერთმანეთს ხელკეტებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით (თოხი, ურო) შეირაღებული პირები ერთმანეთს. სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებში  ჩანს დმანისში ეთნიკურად ქართველი, სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტების და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ორი ჯგუფის დაპირისპირება ფიზიკური დაპირისპირება. ხელჩართულ ჩხუბში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებს ურტყამენ - ადგილობრივი მოქალაქეები და ხელისუფლების წარმომადგენლების მომხდარ ჩხუბში ეთნიკურ მოტივს გამორიცხავენ, თუმცა მედიასთან კომენტარებში ისმის ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზები. ადგილობრივები დაძაბულობის ესკალაციაში გარკვეულწილად მედიასაც ადანაშაულებენ და ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას არასაკმარისად მიიჩნევენ


ავტორი: პრესა.ჯი