ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა
10:55:03     17-05-2021
დღევანდელი, 17 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 27 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 4 469 გახდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 163 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 142 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,3 მილიონზე მეტი