"დაგველოდოს ბატონი ირაკლი. ყველა ვარიანტში, ვიქნებით თუ არა პარლამენტში" - ნიკა მელიას პასუხი კობახიძეს

  18:31:09     14-05-2021

 ვიქნებით თუ არა პარლამენტში, ვინმეს თუ არაფერი არ უნდა უხაროდეს, ბატონი კობახიძეა, რადგან მორალური უპირატესობა, პოლიტიკური უპირატესობაც და ბევრი სხვა უპირატესობაც უკვე მოპოვებული გვაქვს - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გააკეთა. 

 "შეიძლება გაუმართლოს ბატონ ირაკლი კობახიძეს და ეს განცხადება, რომელიც მან გააკეთა, დაკმაყოფილდეს, ესეც შეიძლება, დავუშვათ, ხო? დაგველოდოს ბატონი ირაკლი. ყველა ვარიანტში, ვიქნებით თუ არა პარლამენტში, ვინმეს თუ არაფერი არ უნდა უხაროდეს, ბატონი კობახიძეა, რადგან მორალური უპირატესობა, პოლიტიკური უპირატესობაც და ბევრი სხვა უპირატესობაც უკვე მოპოვებული გვაქვს იმ ძალაზე, რომელსაც მიტაცებული აქვს მართვის სადავეები",-განაცხადა მელიამ.