მოწმეებმა სასამართლოზე, კარტოგრაფების გამამართლებელი ჩვენებები მისცეს
16:32:58     14-05-2021
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმის სხდომაზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხეს. ზურაბ გუმბარიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში, ჟურნალისტის შეკითხვას შეიძლებოდა თუ არა ივერი მელაშვილს ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიეღო პასუხობს, რომ გამორიცხულია.
"გამორიცხულია, იმ თვალსაზრისით, რომ კომისია მოდიოდა შედეგებით, ამაზე შეკითხვა ბევრი კომისიისთვის არის უხერხული. ეს სხვა საკითხია, ბევრი საკითხები ჯერ კიდევ განხილვაშია, კომისიები მუშაობენ, ასე რომ ეს პროცესი გრძელდება. რაც შეეხება იყო თუ არ იყო ჩემი შეფასება არაა სწორი, ეს კარტოგრაფებმა და ექსპერტებმა უნდა გადაწყვიტონ", - თქვა ზურაბ გუმბარიძემ