"ტურისტული ჯავშნების 95% კომენდანტის გამო უქმდება" - ტურიზმის კვლევის ცენტრის დირექტორი "ტურისტული ჯავშნების 95% კომენდანტის გამო უქმდება" - ტურიზმის კვლევის ცენტრის დირექტორი /> "/> " />


  12:04:43     14-05-2021

"ტურისტული ჯავშნების 95% კომენდანტის გამო უქმდება" - ტურიზმის კვლევის ცენტრის დირექტორი

16209795992020_06_29_98978_1593410211._large.jpg

 კომენდანტის საათის გამო საქართველოში ჯავშნების ყოველდღიურად აუქმებენ უცხოელი ტურისტები. სწორედ ამ მიზეზს უკავშირდება გაუქმებული ჯავშნების 85 პროცენტი. ამის შესახებ ტურიზმის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ალექსანდრე გიორგიძე ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდება, ტურიზმის აღდგენა ძალიან რთული იქნება.

"თუ ჩვენ შესადარებლად ავიღებთ გასულ წელს, როცა სრულად ჩაკეტილები ვიყავით და ამას შევხედავთ პოზიტიურად, რომ ახლა, მცირე მუშაობაა, შეიძლება ვთქვათ ასე, სინამდვილეში კი არავითარ გამოცოცხლებაზე საუბარი არ არის. პირიქით, გვაქვს ხელის შემშლელი ფაქტორები. პირველი, ეს არის კომენდანტის საათი. როგორც ჩვენმა კვლევამ აჩვენა, ჯავშნების 95% უქმდება მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზეზით. კომენდანტის საათის პირობებში ტურიზმის აღდგენა არ მოხდება. სანამ კომენდანტის საათი მოქმედებს ნებისმიერი ფორმით, ტურიზმი საქართველოში არ იქნება. იქნება მცირე მოძრაობა ამ სექტორში", - ამბობს გიორგაძე.


ავტორი: პრესა.ჯი