ისრაელის ქალაქ სდეროთზე განხორციელებული იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის მცირეწლოვანი ისრაელის ქალაქ სდეროთზე განხორციელებული იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის მცირეწლოვანი />


  23:50:02     12-05-2021

ისრაელის ქალაქ სდეროთზე განხორციელებული იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის მცირეწლოვანი

1620849057Untitled.png

 ისრაელის ქალაქ სდეროთზე განხორციელებული პირდაპირი სარაკეტო იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 6 წლის ბიჭი - იუწყება ისრაელის მედია.

დაშავებულთაგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.

Channel 12 იუწყება, რომ რაკეტა საცხოვრებელ კომპლექსს დაეცა, ხოლო გაფანტული ნამსხვრევები გამაგრებულ ოთახში მყოფი ოჯახის წევრებს მოხვდა.

მანამდე „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქების - აშკელონის, ნეტიბოტისა და სდეროთის მიმართულებით 130 რაკეტის გაშვების შესახებ განაცხადა.


ავტორი: პრესა.ჯი