"ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს" - სატელეფონო საუბარი ბლინკენსა და ნეთანიაჰუს შორის

  23:37:33     12-05-2021

 "ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, პალესტინელებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება" - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი Twitter-ზე წერს. მისი ინფორმაციით, ის ტელეფონით ისრაელის პრემიერმინსტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა.

 "ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე ველაპარაკე, მათ შორის ღაზას სექტორიდან გასროლილ რაკეტებზე, რითიც ისრაელის მოსახლეობას მიზანში იღებენ. ისრაელს თავდავის უფლება აქვს. პალესტინელებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება. დეესკალაცია ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელვანია". - წერს ბლინკენი.