ევროსასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე სარჩელი წარმოებაში მიიღო
16:21:45     12-05-2021
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო.
სტრასბურგში სარჩელი პირველ მარტს დარეგისტრირდა, 21 აპრილს კი ევროსასამართლომ საქართველოს მთავრობას კითხვები გამოუგზავნა – სტრასბურგის სასამართლო ხელისუფლებას ეკითხება, რამდენად ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა ნიკა მელიას დაპატიმრებას.
მელიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის თქმით, ამ კონტექსტში სასამართლო ახსენებს ისეთ საქმეებს, როგორიცაა: “ტიმოშენკო უკრაინის წინააღმდეგ” და “ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ”.
“მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელისუფლებას კითხვები დაუსვა მე-18 მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ეს მუხლი გულისხმობს მართლმსაჯულების გამოყენებას არალეგიტიმური მიზნებისთვის. როგორც წესი, პოლიტიკური პატიმრობის და დევნის საქმეებში სწორედ ამ მუხლის დარღვევის განხილვა დგას დღის წესრიგში”, – განაცხადა საძაგლიშვილმა”, – აღნიშნა საძაგლიშვილმა.