ახლა, როცა მელია თავისუფალია, ველი რომ ყველა პარტია შევა პარლამენტში - ჯიმ რიში

  11:27:10     12-05-2021

 ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში საგანგებო განცხადებას ავრცელებს და "ნაციონალურ მოძრაობას" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს.

 "გამიხარდა იმის დანახვა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ლიდერი ნიკა მელია გათავისუფლდა. მისი გათავისუფლებით აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პირობა შესრულდა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში 18-თვიანი პოლიტიკური კრიზისის დასრულებას.ახლა როდესაც ბატონი ნიკა მელია თავისუფალია, ველოდები რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერიათ, პირობას შეასრულებენ - შეთანხმებას ხელს მოაწერენ, პარლამენტში თავიან ადგილებს დაიკავებენ და სხვა ხელმომწერებთან ერთად იმუშავებენ იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკური ისტორიის ეს უსიამოვნო თავი დახურონ" -  წერს  ჯიმ რიში სენატის საგარეო კომიტეტის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.