"მაისის მეორე ნახევარში პიკი უნდა შემსუბუქდეს, იმედი მაქვს ეს მომენტი დადგება" - თამარ გაბუნიამ

  12:55:27     11-05-2021

 ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კომენდატის საათის , საჭიროებაზე ისაუბრა და განმარტო რომ მის გადავადება ამ ეტაპზე შეუძლებელია ,    კომენდატის საათი  6 თვეზე მეტია მოქმედებს.

 "ახლა პიკში ვართ და ამდენად ალბათ, არც ეპიდემიოლოგიურად არ არის გამართლებული ის, რომ ჩვენ რომელიმე შეზღუდვის შემსუბუქებაზე, მათ შორის კომენდანტის საათის გადავადებაზე ვისაუბროთ. ყოველ შემთხვევაში, დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რომ კომენდანტის საათის გადავადებაზე ვიფიქროთ. გვესმის ეს სირთულეები, არის ამაზე მსჯელობა, როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, ვფიქრობ მაისის ბოლოსკენ, მაისის მეორე ნახევარში პიკი უნდა შემსუბუქდეს, იმედი მაქვს ეს მომენტი დადგება, შემდეგ უკვე გადავხედავთ გადაწყვეტილებას".