ამოქმედდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საკოორდინაციო საბჭო დღეს იმსჯელებს

  10:25:59     11-05-2021

ამოქმედდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი 13 მაისიდან თუ დამატებითი შეზღუდვები დაწესდება - ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 11 მაისს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც თემაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.

მანამდე კი, 10 მაისს, ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ ხელისუფლება სიტუაციის "სერიოზული შეზღუდვების გარეშე" კონტროლს ახერხებს. "მესამე ტალღაა და მას ახასიათებს დადებითობის უფრო მაღალი მაჩვენებელი. პარალელურად მთავარია, რომ წავახალისოთ ვაქცინაცია", - თქვა ნათია თურნავამ.