ისრაელში საგანგებო მდგომარეობაა - საელჩოს გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს

  10:18:44     11-05-2021

 ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრები მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. 

 დაბეჯითებით ვაფრთხილებთ ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზას სექტორიდან, ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან! მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას, - წერს საელჩო.