ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 16:00 საათზე გაიმართება

  12:22:33     10-05-2021

 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო სხდომა დღეს, 10 მაისს 16:00 საათზე ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ მელიას აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე უნდა იმსჯელოს. 

 პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების - პატიმრობის, გირაოთი ჩანაცვლების შუამდგომლობით, გუშინ, 9 მაისს მიმართა. ამას წინ ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის - 40 000 ლარის გადახდა უძღოდა.

 შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა.