"ძალიან ცოტა დროა დარჩენილი იქამდე, რომ ნიკა იყოს გარეთ და თავის გეგმებს შემდეგ თვითონ განაცხადებს" - ბოტკოველი

  16:00:31     07-05-2021

 "ძალიან ბევრი საკითხი გავიარეთ, როგორც ჩვენი პარტიის, ისე საერთო პოლიტიკური საკითხები. ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი სიახლე გვექნება", - ასეთი განცხადება გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ბოტკოველმა, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, სადაც ის ნიკა მელიას შეხვდა.

 "რაც შეეხება ქალაქის მერობას, რა თქმა უნდა, ადგილობრივი არჩევნებზე ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ, რატომ არის მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის მერის მიმართ აქტიური სიტუაცია და არა სხვა ქალაქებზე და რეგიონებზე. თუ საერთო ოპოზიციურ ბრძოლაზეა საუბარი, მაშინ სხვა ქალაქებსა და რეგიონებზეც უნდა ვისაუბროთ. ნიკა მელიას ჯერ არ გადაუწყვეტია თუ რას აპირებს, როგორ აპირებს, მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ცოტა დროა დარჩენილი იქამდე, რომ ნიკა იყოს გარეთ და თავის გეგმებს შემდეგ თვითონ განაცხადებს", - ამბობს გიორგი ბოტკოველი.