წიწილა მარინადში

  10:51:32     18-08-2011

მასალა:

2 ცალი წიწილა

2 თავი ხახვი

1 ცალი ლიმონი

2 კბილი ნიორი

300 გრამი პამიდორი

2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი

2 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში

1 ცალი პატარა მწარე წიწაკა

2 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი

½ სუფრის კოვზი მარილი

პილპილი

სიმინდის სახამებელი ან პურის ფქვილი

წიწილები მოვამზადოთ, თითოეული დავჭრათ 8 ნაწილად და დავტოვოთ მარინადში 2 საათით. მარინადი მოვამზადოთ ლიმონის წვენის, წვრილად დაჭრილი ხახვის, შავი პილპილისა და მარილთან ერთად დასრესილი ნივრისაგან. შემდეგ წიწილები შევბრაწოთ კარგად გაცხელებულ ცხიმში მოოქროსფრო-მოყვითალო ფერის მიღებამდე, დავამატოთ კანგაცლილი, კუბიკებად დაჭრილი ან დასრესილი პამიდორი, მწვანე ხახვი, ოხრახუში და ვშუშოთ მანამდე, სანამ ქათმის ხორცი არ დარბილდება, წვენი კი ნახევრად არ ამოშრება. შემდეგ დავამატოთ ცოტა კარაქი და მოხარშული ტკბილი წიწაკა. მსუბუქად შევბრაწოთ. სოუსი შევასქელოთ სიმინდის სახამებელით ან ხორბლის ფქვილით. ამ კერძთან ერთად სუფრაზე მივიტანოთ მწვანე სალათა ან მოხარშული ბრინჯი.