მე-6 კლასელმა გოგომ სკოლაში ცეცხლი გახსნა - დაჭრილია 3 პირი

  11:14:23     07-05-2021

 ამერიკაში, აიდაჰოს სკოლაში მეექვსეკლასელმა გოგომ ხუთშაბათს თანაკლასელებს და სკოლის პერსონალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, დაჭრილია 3 პირი, მათ შოირს ორი კლასელი და ერთი სკოლის პერსონალია. 

 გოგონა რიგბის საშუალო სკოლის მასწავლებელმა განაიარაღა და მანამდე იჭერდა, სანამ სამართალდამცავები ადგილზე მივიდოდნენ. "რამდენჯერმე ისროლა სკოლის შიგნით და გარეთ, არ ვიცით ბევრი დეტალი, თუ რატომ, ამაზე გამოძიება მიმდინარეობს", - განაცხადა ოლქის შერიფმა.