ბრინჯის სალათა

  10:51:03     18-08-2011

მასალა:

1 ჭიქა ბრინჯი

2 ჭიქა წყალი

ცოტა მარილი

250 გრამი შემწვარი ან მოხარშული ღორის ხორცი

1-2 ცალი ფორთოხალი

სოუსისათვის:

1 ცალი კვერცხის გული

თითო-თითო ჩაის კოვზი მდოგვი და შაქარი

1 სუფრის კოვზი ძმარი

1/8 ლიტრი მცენარეული ზეთი

1 ცალი ფორთოხალი

1 წიწაკა

1 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი

ლიმონის წვენი

ნახევარი ჩაის კოვზი მარილი

ბრინჯი გავრეცხოთ და მოვხარშოთ, გადავიტანოთ საწურში და დავასხათ ცივი წყალი. კვერცხის გული, მდოგვი, შაქარი, ძმარი, მარილი, კარგად ავთქვიფოთ სათქვეფელათი, თანდათან დავამატოთ მცენარეული ზეთი. ფორთოხლის წვენი გავხსნათ წყლით (1 კოვზი წვენი და 7 კოვზი წყალი), ამ სითხეში გავხსნათ სიმინდის ფქვილი, წამოვადუღოთ და მაშინვე შევურიოთ მაიონეზი. ბრინჯი, ხორცის კუბიკები და წვრილად დაჭრილი ფორთოხლის ნაჭრები და წიწაკა ერთმანეთში გადავურიოთ, სალათას მოვასხათ ლიმონის წვენი. სუფრაზე ცივი მივიტანოთ.