გერმანული ნამცხვარი ქიშმიშით
10:50:06     18-08-2011
მასალა:
300 გრამი ფქვილი
20 გრამი საფუარი
1/8 ლიტრი რძე
160 გრამი კარაქი ან მარგარინი
4 ცალი კვერცხი გული
75 გრამი შაქარი
ნახევარი პაკეტი ვანილი
4-5 სუფრის კოვზი ქიშმიში
1 სუფრის კოვზი რომი
ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა
საფანელი
საფუარი გავხსნათ თბილ წყალში, დავუმატოთ გამდნარი კარაქი, შაქარი, ვანილი, რომი, ლიმონის ცედრა და სულ ბოლოს - კვერცხის გულები. ჩავაყაროთ ფქვილი და კარგად ავთქვიფოთ. როდესაც ცომი თავისუფლად დაიწყებს ჭურჭლის კედლებიდან მოშორებას და გაუჩნდება ბუშტები, დავამატოთ წინასწარ გარეცხილი, გამშრალი და ფქვილში ამოვლებული ქიშმიში. (ცომი შეგვძლია 1-2 დღით თავდახურული დავდგათ სიცივეში). შემდეგ კარაქწასმული და ორცხობილა მოყრილი ფორმა გავავსოთ ცომით და დავდგათ თბილ ადგილას, რომ გაფუვდეს. ვაცხოთ ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე ¾ - 1 საათის განმავლობაში. როდესაც ნამცხვარი ცოტა შეგრილდება, ფრთხილად ამოვიღოთ ფორმიდან, დავაფაროთ ხელსახოცი და ვაცალოთ ბოლომდე გაციება. სუფრაზე მიტანამდე მოვაყაროთ შაქრის პუდრა.