სტიქიით დაზარალებულები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ

  14:40:54     04-05-2021

საპროტესტო აქცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში - სტიქიით დაზარალებულების ერთი ნაწილი ხელისუფლების მხრიდან დახმარებას ამ დრომდე ითხოვს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ 1 კვირა გავიდა, რაც ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა ვენახები და სხვა სახის მოსავალი 100% გაუნადგურათ, თუმცა ამ დრომდე არც ზარალის აღწერა მომხდარა და არც ის იციან, მოხდება თუ არა ზარალის ანაზღაურება.

აქციაზე თქვეს, რომ მერია შეხვედრაზე უარს უქმე დღეების მიზეზით ეუბნებათ. პროტესტის მონაწილეებს ადგილობრივი თვითმმართველობა არც დღეს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, 29-30 აპრილს მოსულმა სტიქიამ კახეთში 4 მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელი დააზიანა.